Submit your work, meet writers and drop the ads. Become a member
 
David Delgma Apr 2022
"გარღვევადია აზრი ბასრი და საფიქრელი" -
(თავი ჩამოდო მომავალმა ამ რბილ ტყუილზე)
განა ბოლოა (აშკარაა, რომ არც პირველი)
დარდთან ბრიყვული დაზავება და არც თუ ისე
იშვიათია ასე მრუდე სხვა დღეც დაიწყოს,
იყოს ისეთი გამჭირვალე, ცდი - დათანხმდები
შენში მოსულმა ყველა წვიმამ რომ გადაიღოს
და გამოიბა უმიზეზოდ მომიწო ფრთები.
თუკი ოდესმე ნათალებად წარსულს წაიღებს
გამოთვალული ერთიანად ცრემლის მიქცევა,
რადგან ჩვენივე ფრაგმენტები სამყაროს იტევს
ალბათ არსების ნაწილებიც გადაიქცევა -

ჩვენ ამ სევდასთან ერთად ვიშლებით,
რადგან ცივ გზაზე მარტო ვერ ვუშვებთ.
David Delgma Mar 2022
ჩვენთან ფეთქდება მარტი ყვავილად,
იქ ფეთქდებიან ნაღმზე ბავშვები...
.
.
.
.
.
ასეთ გაზაფხულს ვერ დავუჯერებ.
Glory to Ukraine 🇺🇦
David Delgma Jan 2022
დილით მზე დამწვავს მეგობრობის, ღამით - ამური,
რა საამურად აუკინძავს მთვარეს წყვდიადი.
გული დამემტვრა - კერამიკის ვარ უცნაური,
ყველამ ჩემს მხრებზე დაისვენა...
                                                     ­                                                     ­           გადატრიალდით!

ჭურჭლის ჟელეა ოკეანეს რომ ააქაფებს?!
იქნებ კვამლია ონკანიდან დღეს სიმარტოვე?!
ნუ მიმატოვებთ! ბოლო თეფშიც და დავამთავრებ,
საწმენდი ღრუბლის ნაპრალებში ნუ მიმატოვებთ!

რად მიმათხოვეთ მე რუტინის გაცრეცილ კუთხეს?!
თუ დღეს დავიწვი - მომავალი დანამულია?!
დარაზულია ყველა კარი - გავაღებ ფურცელს,
წერილს მოგწერდი, მაგრამ ფოსტა დანაღმულია.

დილით მზე დამწვავს მეგობრობის, ღამით - ამური,
რა საამურად აუკინძავს მთვარეს წყვდიადი.
გული დამემტვრა - კერამიკის ვარ უცნაური,
ყველამ ჩემს მხრებზე დაისვენა...
                                                     ­                                                     
        გადატრიალდით!
David Delgma Sep 2021
we can only try,
I don't wanna leave,
understanding what you see.

I don't wanna lie,
(In lies I don't believe)
endless synthesize I feel.

Here comes your feedback
you always mention (you own me)
Here comes my feedback
my only answer
My heart's not gonna be your cage...
cave...
again...

we can only try,
I don't wanna leave,
understanding what you see.

I don't wanna lie,
(In lies I don't believe)
endless synthesize I feel.
David Delgma Aug 2021
მალე გაიხდი შენ ყველა სევდას,
მოგეპარო თუ გამოვირბინო?!
ნაზი სიზმარი მისაითუმლე,
ბეცო მართკუთხა ცივო ლოგინო.
David Delgma Jun 2021
არ მკლავს სიშორე, არც სხვისი ხელი
ნისლას დამდნარი შენს ვარდის ტუჩზე,
აღარც სიცელქე, აღარც ღალატი,
ფიქრებში, ცხადად თუ ალიონზე.

ამ კლავს სურვილი - ვებრძვი სინაზეს,
ყველა სიავე ქარმა წაიღოს,
შენი სურნელიც მას გავატანე -
ჩემი მეგონა... თურმე სხვა იყო.

არ მკლავს წამები, წამებს გავახვევ
დღეს კოსმოსური უფრთო შატლებით,
ხვალ გადავყვები მონების ხროვებს,
ზეგ შავ სევდაში გავიფარდები.

შენი სურნელი ოთახის ბოლოს -
ნოებრის ჭკნობას დაემსგავსები,
მკლავს სიმარტოვე, მძულს მარტოობა,
შენ არ არსებობ, მე ვეწამები.
David Delgma Jun 2021
არსაიდან მოხვედი და ისევ იქეთ წადი
სადაც არ აქვს უკვდავება დიად მთებს და ველებს,
სადაც კვდება ჩემი ჩუმი და ხელთქმნილი ქნარი,
სადაც ფერი დაუკარგავთ ნავებსა და გემებს

მხოლოდ ნაზი სურნელი და ემოციით სავსე
საფიქრალი დამიტოვე მხოლოდ გეტყვი - გმადლობ,
რადგან შენმა გამოჩენამ დამიბრუნა წამსვე
შემოქმედის გადარჩენის საიდუმლო წყარო.
Next page