Submit your work, meet writers and drop the ads. Become a member
4d
დღე არ გავა, არ მეფიქრა,
ქარმა დარდი გააქროლა,
ზღვა კი ღელავს დარდის მღელვარებით.
წვიმა გულს იკლავს, ვეღარ უძლებს ამდენ ვაი-ვაგლახს.

ავშია თუ დარშია, მუდამ გულში მყავხარ,
მუდამ ფიქრი თან დამყვება,
ვერაფერმა ვერ გასტეხა გული,
რკინის აბჯარ შემოსხმული,
ხმალ-ხანჯალი მცველად თან დაყვება...

უამრავი სული დაძრწის უსიცოცხლოდ,
გული აღარ გულობს,
სული – სულს აღარ გავს...

მუდამ ტკივილები,
მუდამ ტანჯვა.

ეჰ, ვირუსულად მოედო ყველაფერს,
შხამი ძლიერია,
ვერას ავნებს ქარიშხალი, ცეცხლი,
ზღვის ტალღები მღელვარებით შემოსილი.

სულს ჩაწვდება,
თავს არ აგაწევინებს,
მუხლზე დაგაცემებს,
ფეხს მოგკვეთავს,
დაგშლის ნაწილებად...

უძიროა ზღვა, უძირო,
ტკივილს არ აქვს ზღვარი.

რა იქნება, თუ კი წაგშლი?
რა იქნება, თუ კი გაგაქრობ?
რა იქნება, თუ კი აღარ იარსებებ...

ვეღარ უძლებს ამდენს,
ვეღარ უძლებს სიშორეს,
ვეღარ უძლებს ტანჯვას...

2025.02.17.
Written by
Mariam  21/Neither/Georgia
(21/Neither/Georgia)   
  81
 
Please log in to view and add comments on poems