Submit your work, meet writers and drop the ads. Become a member
4d
და შენს სიტყვებში მე ვხედავ სევდას,
გარბიხარ ისე არც იხედები,
და თუ ოდესმე მე კარს გამიღებ,
დამპირდი რომ ისევ გაიფურჩქნები.

მაგრამ იცოდე დასასრული აქვს,
ყვავილიც ჭკნება სანამ მოკვდება,
და ჩვენს ოთახში, სადაც სიცხეა,
უკანასკნელი ნოტიც გაქრება.

ჯაზი დამთავრდა. სიჩუმე დარჩა.
ყვავილები კი ყვითლად გადახმა.
ჩემი სუნთქვაც კი მიწამ დაფარა,
შენამდე მხოლოდ სევდამ დამფარა.

აღარასოდეს,
აღარასოდეს...
მხოლოდ საფლავზე ჩრდილი დაგხვდება,
და სიყვარული, მოწყალე სიჩუმით,
ლარს ფონ ტრიერის კადრებად დარჩება.
Saudade
Written by
Saudade  22/M/Georgia, Samtredia
(22/M/Georgia, Samtredia)   
  51
   Blue Sapphire
Please log in to view and add comments on poems