Submit your work, meet writers and drop the ads. Become a member
Aug 13
I
კუთხეში ზის და მიცქერს მე შავად,
ხმა აქვს თბილი, ცივია შხამად.
მკარნახობს დილით, მკარნახობს ღამით,
გულს გადაუსვამს მცხუნვარე კარაქს.

მომმართავს ასე: აიღე, ჭამე!
ეს სიმართლეა - დილა თუ ღამე.
ვუყურებ ხოლმე, ვივიწყებ ისევ,
რომ ჩემი თავი ოდესღაც ვანდე.

მასწავლის სახით, მწყემსივით მიდგას,
ყოველ დღე მიცვლის სიახლეს, ამბავს.
ყურის ბალიშში ჩურჩულებს რბილად:
„მე შენ მიყვარხარ, მიყევი ამ ხმას".

ნელ-ნელა აშრობს თვალიდან ცრემლებს,
ბუნების ფერს და სიჩუმის გამას.
და როცა მოვკვდე, მაინც ჩამძახებს:
რეკლამის შემდეგ კვლავ დარჩი ჩვენთან!

II
ეკრანი ბრუნავს, ჭკუას გირეცხავს,
მტერს დაგიხატავს და გულში მარხავს.
სინათლეს გიქრობს, რომ ბნელში იჯდე,
თვითონვე აწყობს ცხოვრების ხაფანგს.
Saudade
Written by
Saudade  22/M/Georgia, Samtredia
(22/M/Georgia, Samtredia)   
21
 
Please log in to view and add comments on poems