Submit your work, meet writers and drop the ads. Become a member
 
Saudade Aug 2023
ზამთრის ცოდვები მარტის ხეებს ახმება შფოთვით,
სუნთქავს ქარები შენი თმების ბოლოებს რომ სდევს,
ივლისში თხილის თეთრი კაკლები იწყებენ ლპობას,
წვიმიან ჩიხებს შენი სახელი დაჰყვება ჩრდილად.
გააცისკროვნებ ოქტომბრის დღეებს წითელ ხაზებად,
ხედვის არეალს მხოლოდ რჩება ქალაქის ქუჩა,
ქუჩაში მოხუცი ძაღლის მეტი არავინ არ ჩანს,
შენი ყურები მხოლოდ სხვის ხმებს დაეძებს მუდამ.
გიტარის სიმებს როგორც იქნა გააბამს ვიღაც,
გინდა ააწყო ოთხი აკორდი, რომ გვითხრა ვინც ხარ,
იფიქრებ სიტყვებს, აჯენ რითმებში, სინათლეს ანთებ,
დაჟანგულ სიმებს დაკითხვას უწყობ, აქ ხარ თუ არა.
სახლის ფანჯრები ღამით მაისში იწყებენ ტირილს,
კარის გაღებას სუფთა ჰაერის გრძნობა არ მოაქვს,
ნაფაზებს მხოლოდ უემოციო განწყობა მოსდევს,
ასე მღერიან მწარე სიმღერას -
"თბილისის ღამეს".
Saudade Jul 2023
დილა გათენდა იასამნისფერ საბანში,
გაფუჭებული კედლები მყრალი წვიმის წვეთებით სველდება და შენი ოთახი ქოთს,
ქოთს ისე, როგორც შენი ცბიერი სული,
რომელსაც ვერ იმორჩილებ.
ძალას შენ ვერ პოულობ , იხრჩობი ნერვების ტალღებში ,
შველას ითხოვ ,
მაგრამ მარტო ხარ,
ეს შენი ცხოვრებაა!
შენ ამას ეგუები,
გაღმა გადიხარ ,
მშვიდობით!..
Saudade Jul 2023
I
Fatigue of idleness,
An avalanche of emotions,
Burning on hot summer days,
Regional train in the tunnel,
Cigarette and blue jeans,
Heavy bag on shoulders,
Happy children go to school,
Saudade and Saudade.

II
I miss almost everything
When everything was still wrong.
Saudade Jul 2023
უფსკრულის პირას
ვარდების სურნელი ჩანს,
ვდგავარ და ვტკბები.
მზე კი აცხუნებს ბალახს,
ჩემს წინ ხმებიან ნაზად.
Tanka / ტანკა
Saudade Jul 2023
შავი მარლბორო,
იწვის ატმის ხეები
დარაბებს მიღმა.
Haiku / ჰაიკუ
Saudade Jul 2023
სანამ შენ გძინავს,
შავ კალამს თხრის ნერვები,
მე კი შენ გელი.
Haiku / ჰაიკუ
Saudade Jun 2023
ხრუშოვკა იწვის ზამთარში წითლად,
სიტყვები გულზე ეწყობა
 ფიცრად,
უნდა გაექცე ხაფანგებს
 ფიცხლად,
კალმისტარს ღამეში შენ რჩები
ფიქრად.

იქნებ დღეს ფანჯარას ხეებმა უთხრან,
როგორ დაატყდა ქარების
 რისხვა,
სანთელი დაძრწის ვითარცა
 ვირთხა,
ფარდის ბოლოებს ცეცხლები გლიჯავს.

ნერვები მხოლოდ კედლებთან რითმავს,
ბებიას შვილი დაადებს
 ფინგალს,
ხაფანგებს მხოლოდ შენ რჩები, ფრთხილად,
ასე გვიყვება ფანჯრები
სიზმარს.
Next page