ცავ დასჭექე! გადაფარო იქნებ ჩემი დაყვირება,
ბობოქარ გულს უმსუბუქო, იზიარო დატირება,
გთხოვ დაჰბერე, ქარო, ისე, რომ გაფანტო დარდიანი,
ძველი ახლით შემიცვალო, დარიანით-ავდრიანი...
ცავ დასჭექე! გამაგონე კვლავ იმედის ზარი მძლავრი,
გთხოვ, გულუხვო არ მივიწყო, შემასმინე ცად ნავარდი,
შენი ფეთქვა, არაბული ცხენის გულის მსგავსი, სწორი.
არ დამაკლო! არ დამაკლო! მძლავრ მდინარეს მთა და გორი...